„უბრალოდ დაიმახსოვრეთ, როგორ გამოიმუშავებს თინა კანდელაკი თანამდებობას. ამას კი წერს მისი ყოფილი დაქალი, რომლის ოჯახიც ახლა კიევშია. თინა, როდის მიჰყიდე სული ეშმაკს?“, – ასე ეხამაურება ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, თინა კანდელაკის განცხადებებს.
საქმე ეხება, ეროვნებით ქართველი, რუსეთში მცხოვრები ტელეწამყვანის თინა კანდელაკის პუტინისტური პროპაგანდით გაჟღენთილ პოსტს:
„როდესაც თქვენ სოციალურ ქსელებში კითხულობთ შემდეგი შინაარსის სტატუსებს:
„საშინელებაა, როგორ მრცხვენია რუსეთის ქმედების გამო, როგორ მებრალებიან უკრაინელები – ჰკითხეთ ამ დამცველებს, რა სიტყვებით ამართლებენ დონბასში უამრავი ადამიანის გარდაცვალებას, იმას, რაც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ვიხილეთ?…დარწმუნებული ვარ, გაოცდებით. იქნებ იქ „არასწორი“ ხალხი დაიღუპა? ახლა უკვე ნათელია, თუ ვინ არის ნამდვილი მოღალატე.
„ნუ დაუჯერებთ ფოტოებს და ვიდეოებს ტყვეების შესახებ. უკვე ბევრი შემთხვევაა, როდესაც უკრაინულ სამხედროფორმიან პირებს გადაცმული აქვთ რუსული ტანსაცმელი… ეს სასაცილოა, მაგრამ, ყველას არ ესმის… ვრცელდება რგოლებიც, სადაც ისმის გოდება და წამოძახილები: „აი, ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ – ეს არის ვირუსი, რომელიც შექმნეს მათ, ვისაც თქვენი შეცდომაში შეყვანა სურთ. ასეთი ყალბი ინფორმაციის შემქმნელებმა შესანიშნავად იციან, ყველა მტკივნეული წერტილი… შეეცადეთ ცივი გონება შეინარჩუნოთ და არ ჩაეწეროთ ანგლო-საქსური პროპაგანდის მსხვერპლთა რიგებში. ზოგჯერ ჯობია საკუთარ თავს უთხრა: მე არაფერი ვიცი, ვიდრე დაიჯერო შენთვის შექმნილი ტყუილის“, – ამბობს ოკუპანტ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი.
ცნობისთვის, თინა კანდელაკი ახლახანს “Газпром-медиа” გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
https://mix.metronome.ge/26224-2/