“აღარაფრის მოლოდინი აღარ გვაქვს, წავალთ გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან”,- ამის შესახებ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ტერიშვილის დედამ მარინა ტერიშვილმა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.
მისივე თქმით, ის შესაძლოა, სასამართლო სხდომას დაესწროს.
„აღარაფრის მოლოდინი აღარ გვაქვს, წავალთ გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან. სასამართლოა, ალბათ, იქ წავალ. რა მოლოდინი უნდა მქონდეს?! რა დრომდე ვიყავით წუხელ აქ?! 4 საათი ხდებოდა, რომ წავედით“, – ააღნიშნავს მარინა ტერიშვილი.
ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, რის გამოც, როგორც რუსთავის, ასევე გლდანის ციხესთან მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მივიდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.
