სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ, – ასე პასუხობს ” ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი მეუფე იაკობის განცხადებებს. მისი თქმით, სასულიერო პირების როლი პოლიტიკური პროცესების შეფასება არ არის.
ვოლსკი აცხადებს, რომ საზოგადოებაში არსებული განსხვავებები განხილვის საგანი უნდა იყოს პარლამენტში და არა ქუჩაში და ხელისუფლების დადანაშაულება საზოგადოების გახლეჩაში, მისი შეფასებით, არასწორია.
მგონია, რომ მეუფე იაკობი, საერთოდ, სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდნენ და ბრალს არ უნდა სდებდნენ რომელიმე მხარეს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს. ორივე მხარეს უნდა მოუწოდებდნენ ერთობისკენ და უნდა იქნენ მოწოდებული, რათა განსაცდელი აარიდონ ქვეყანას როგორც “მამაო ჩვენოშია” ნათქვამი. თუმცა, არქიმანდრიტმა კვარაცხელიამ დამაბრალა, რომ თურმე მე “მამაო ჩვენოც” არ ვიცი. ძალიან ცუდია, რომ არქიმანდრიტი იქნება თუ ეპისკოპოსი იქნება, თუ სასულიერო პირი ან არასასულიერო პირი იქნება, რომელიც კონფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ვერ ხედავს იმ მზაკვრულ გეგმას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დასახეს და ამ მზაკვრულ გეგმაში ერთ-ერთი სერიოზული აქტი, ერთ-ერთი სერიოზული მიმდინარეობაა საზოგადოების გახლეჩვა. ზრთა სხვადასხვაობა უნდა იქნას განხილული პარლამენტში და არა ქუჩებში, მითუმეტეს, თუკი მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან ადამიანები. არ შეიძლება, მოლოტოვი კოქტეილის მსროლელი მხარეს დადგე და თქვა, რომ საზოგადოება ხელისუფლებამ გახლიჩა, – ამბობს გია ვოლსკი.
