რუსეთის პროპაგანდისტული, ინგლისურენოვანი ტელეარხის, RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი „ტვიტერზე” საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„მეგობრებო, საქართველო განიკურნა!” – წერს სინონიანი ღარიბაშვილის განცხადების შესახებ, რომლის თანახმად, საქართველო არ უერთდება ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს რუსეთის მიმართ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა დააწესეს, მის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი ოპერაციის საპასუხოდ.

აღნიშნულთან დაკავშირებით “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე წერს: – “ამას სიკვდილი ჯობია”
https://mix.metronome.ge/26208-2/
