დისნეის კინორეჟისორი როჯერ ალერსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო თანარეჟისორი ანიმაციური ფილმის „მეფე ლომი“ და იმუშავა ისეთ ფილმებზე, როგორიცაა „ალადინი“, „მზეთუნახავი და ურჩხული“ და „პატარა ქალთევზა“.
„მე მქონდა პატივი, როჯერთან ერთად ვყოფილიყავი მრავალი ფილმის გადამღები ჯგუფის წევრი 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების განმავლობაში და ის, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ვისი ვიცნობდი და ვისთანაც მიმუშავია. შემდეგ მან თანარეჟისორობა გაუწია „მეფე ლომს“, ფენომენალური წარმატება დაიმსახურა, რაზეც არასდროს უფიქრია… მას ჰქონდა კეთილშობილების და ენთუზიაზმის გრძნობა, რაც მის გარშემო ყველას აღაფრთოვანებდა“ – დაწერა ალერსის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისმა კოლეგამ „უოლტ დისნეის კომპანიაში“, დეივ ბოსერტმა.
