Monday, January 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა – ციხიდან გამოუშვეს მისი ძმა

January 19, 2026
შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა – ციხიდან გამოუშვეს მისი ძმა

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე საგამოძიებო ორგანოებს ჩაბარდა. ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ხუნდაძის დაკავების პარალელურად საპატიმრო დატოვა მისმა ძმამ – კობა ხუნდაძემ, რომელიც საქართველოს რკინიგზის მაღალჩინოსანი იყო.

კობა ხუნდაძეს გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, ფულის გათეთრებას ედავებოდა. მას მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ირკვევა, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

ხუნდაძეების ოჯახი უკავშირდება გრიგოლ ლილუაშვილის უახლოეს გარემოცვას. ამ ეტაპზე ოფიციალური უწყებებისგან არ არსებობს განმარტება, რის საფუძველზე შეიცვალა კობა ხუნდაძის სამართლებრივი სტატუსი.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი – კობა ხუნდაძე. ხუნდაძეს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

“მე ვიცი ეს ხალხი, მაგრამ ეს ჩვენს საქმესთან ხომ არაფერ შუაშია და რა ვიცი. არ მაქვს უფლება საქმის მასალებზე გესაუბროთ. ზოგადად კობას და მის ძმას ვიცნობ. ეს ინფორმაცია თქვენგან გავიგე. ე.ი. აღკვეთი შეუცვალეს კობას ხომ? ვლადიმერზე როგორც ვიცი იყო ბრალდება წაყენებული სხვა ეპიზოდზე, ფალსიფიკაციის თემაზე. მე არაფერი მსმენია” – ამბობს გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი

31 ოქტომბერს კი პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების თანახმად, ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას. ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, ადვოკატი ამბობდა, რომ ხუნდაძემ მის მიმართ დაწყებულ სისხლისამართლებრივ დავაზე ინფორმირებული არ იყო და ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო თურქეთში იმყოფებოდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ძლიერი ხანძარია
  • დისნეის კინორეჟისორი როჯერ ალერსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge