რადიკალური/ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა – როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის 10 არასრულწლოვანია, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
დაკავებულების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. პოლიციამ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი 16 იანვარს დააკავა.
