ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამა-შვილი დაიღუპა. შვილი ავტოავარიას ემსხვერპლა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “გურია ნიუსი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ავტომობილი ქუთაისთან დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როდესაც შვილის სიკვდილის ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
