“15 იანვარს საელჩოში შევხვდი ქართველი ახალგაზრდების გაერთიანების წევრებს და ფოტო X-ზე გამოვაქვეყნე. დღეს „იმედი“ და „რუსთავი 2“ აცხადებენ, რომ შეხვედრა „საიდუმლო“ იყო, წახალისებული იყო „ირანის რადიკალური სცენარები“.
ეს სრულიად ტყუილია/არასწორია. მსგავსი არაფერი მომხდარა. გერმანიის სახელით უარვყოფ ამ აგრესიულ დეზინფორმაციას. ჩვენ ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაბლოკილია, განათლების რეფორმასა და ღრმად პოლარიზებულ გარემოზე, სადაც განსხვავებული აზრი ღალატად არის მიჩნეული, სინამდვილეში კი ეს დემოკრატიის არსია. კარგი მომავლისთვის ყველა ახალგაზრდა გვჭირდება. ეს ფოტო მე გავავრცელე. „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა ნახეს და აწარმოებენ კამპანიას „საიდუმლო” მნიშვნელობაზე. ვიმეორებ, ეს ფოტო ტვიტერზე ავტვირთე. გასაგებია? # დეზინფორმაცია” – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი
ოცნების პროპაგანდისტული მედია ამტკიცებს, რომ 15 იანვარს გერმანიის ელჩმა შეხვედრაზე აქტივისტებს უთხრა, თითქოს „დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს” და საჭიროა მოვლენების ირანის სცენარით განვითარება.
