ყოველთვის ხდებოდა ხოლმე რაღაცის დაბრალება, რომელიღაც ქვეყანაზე, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად. სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს” – ამის შესახებ, ირაკლი ქადაგიშვილი BBC-ის მიერ მომზადებულ ე.წ. საგამოძიებო ფილმზე საუბრობს.
საუბარია BBC-ის მიერ მომზადებულ ე.წ. საგამოძიებო ფილმის შესახებ, რომელშიც “ქართული ოცნება”, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაშია დადანაშაულებული.
ერთ დროს ავტორიტეტული მედიასაშუალება, როგორიც BBC-ია, ავრცელებს ასეთ ინფორმაციას, რომელსაც “ჟურნალისტური გამოძიება” ჰქვია და ამტკიცებს, რომ საქართველოში ქიმიური იარაღი “კამიტე”, რომლის მოქმედების შედეგები მსოფლიომ იცის, რაოდენად მძიმე და ლეტალურია, გამოყენებული იქნა საქართველოში. ყოველთვის ხდებოდა ხოლმე რაღაცის დაბრალება, რომელიღაც ქვეყანაზე, მასზე შემდგომი შეტევის განსახორციელებლად. სწორედ ამ მიზანს ისახავდა ეს. ქვეყნის შიგნით, ამ ტყუილმა არ იმუშავა, იმიტომ, რომ ჩვენ ნანახი გვაქვს 9 აპრილს მოწამვლა რას ნიშნავს. ჩატარდა სწრაფი გამოძიება, სადაც თვითონ ამ ფილმში მონაწილე რესპონდენტებმა ფაქტობრივად, უარყვეს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები და თქვეს, რომ ჩვენ არავითარ “კამიტზე” საუბარი არ გვქონიაო. ეს “ფეიკი” როგორც იტყვიან, ასე დარჩა. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო როგორც სახელმწიფო, ვალდებული იყო, ამაზე რეაგირება მოეხდინა, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
