Friday, January 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ირანში რეჟიმის საწინააღმდეგო აქციების დროს ხუთი ქალი მოკლედ, მათ შორის 15 წლის ბავშვი” – Hengaw

January 16, 2026
“ირანში რეჟიმის საწინააღმდეგო აქციების დროს ხუთი ქალი მოკლედ, მათ შორის 15 წლის ბავშვი” – Hengaw
ისპაჰანში, გორგანსა და თეირანში ბოლო დროს გამართული საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე ხუთი ქალი, მათ შორის 15 წლის ბავშვი, დაიღუპა – ინფორმაციას ირანში მომუშავე ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია Hengaw ავრცელებს. მსხვერპლები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც არნიკა დაბაღი, ნასიმ პურაკაეი, საჰბა რაშტიანი, მობინა ბეჰეშტი და ნაზლი ჯანპარვარი.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, ჰენგაუს მიერ მიღებული ინფორმაციის
თანახმად, გორგანელი 15 წლის გოგონა, არნიკა დაბაღი, ირანის სამთავრობო ძალების პირდაპირი სროლის შედეგად მოკლეს 2026 წლის 10 იანვარს, გამართული საპროტესტო აქციების დროს. წყაროებმა ორგანიზაციას განუცხადეს, რომ პირდაპირი სროლის შედეგად მიღებული მძიმე ჭრილობის შემდეგ, ბავშვის სამედიცინო დაწესებულებაში დროულად გადაყვანა შეუძლებელი გახდა საკომუნიკაციო ხაზების სრული გათიშვის გამო. იგი მალე მიღებული დაზიანებების სიმძიმის გამო დაიღუპა.
10 იანვარს, იმავე დღეს, 23 წლის საჰბა რაშტიანი ისპაჰანში გამართული საპროტესტო აქციების დროს მოკლეს, მას შემდეგ, რაც ირანის სამთავრობო ძალებმა ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. მისი ცხედარი ოჯახს ხუთშაბათს, 15 იანვარს გადასცეს და დაკრძალეს.
ნასიმ პურაკაი, ორი შვილის დედა იყო, 2026 წლის 9 იანვარს, ხუთშაბათს, თეირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს მოკლეს. ეს მოხდა ირანის სამთავრობო ძალების მიერ ქალაქის სადეგიეს რაიონში მოქალაქეების ფართომასშტაბური დარბევისა და მასობრივი მკვლელობების დროს. ახლო ნათესავმა Hengaw-ს განუცხადა, რომ პურაკაის ირანის სამთავრობო ძალებმა კისერში ესროლეს და მომენტალურად დაიღუპა. წყაროს ცნობით, იმის შიშით, რომ ხელისუფლება ხელს შეუშლიდა მისი ცხედრის გადაცემას, მისი ქმარი იძულებული გახდა, ერთ საათზე მეტხანს თავად ეტარებინა მისი ცხედარი.
იმავე დღეს, გორგანიდან 21 წლის ქალი, მობინა ბეჰეშტი, ქალაქში გამართული საპროტესტო აქციების დროს ირანის სამთავრობო ძალების პირდაპირი სროლის შედეგად მოკლეს. ინფორმირებული წყაროების ცნობით, მისი ცხედარი ოჯახს შაბათს, 11 იანვარს გადასცეს და უკვე დაკრძალეს.
ჩრდილოეთ ხორასანის პროვინციის დედაქალაქ ბოჯნორდიდან, 27 წლის ნაზლი ჯანპარვარი, 2026 წლის 9 იანვარს მოკლეს. ეს მოხდა თეირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს. ირანის სამთავრობო ძალებმა ის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მეცნიერებმა გულის შეტევისა და ინსულტის რისკის ახალი მარკერი აღმოაჩინეს
  • “დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია” – შსს
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge