Thursday, January 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ… თქვა, რომ ის მკვდარი არ არის”- რას ამბობს მარჯანიშვილზე ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

January 15, 2026
დედოფლისწყაროში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ამირან დარჯანიას ადვოკატის, თამარ გაგუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებს და კითხვა-პასუხის რეჟიმშიც მინიმალურად მონაწილეობს.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, დარჯანია არ უარყოფს, რომ გარდაცვლილ გოგოს იცნობდა — ისინი მეზობლები იყვნენ და ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, თუმცა უშუალოდ მკვლელობის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ის არ არის მკვდარი“.

„გუშინ შევხდი მას. როგორც კი დააკავეს, მალევე დაენიშნა ადვოკატი, რადგან ის ექვემდებარება სავალდებულო დაცვას მისი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე. გუშინ იყო საგამოძიებო მოქმედებები. მანამდე ვნახე, მქონდა კომუნიკაცია. სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით არაფერს არ საუბრობს. კითხვა-პასუხის რეჟიმშიც მინიმალურად საუბრობს. რაც შეეხება გარემოებას, ის უარყოფს და საერთოდ გამორიცხავს. თქვა რომ ის არ არის მკვდარი. ერთადერთი ის თქვა, რომ არ არის მკვდარიო. იმას, რომ იცნობდა ამ გოგოს, მეზობლები იყვნენ და ვაამას არ უარყოფს. იმას რომ იცნობდა, არ უარყოფს, მაგრამ უშუალოდ ფაქტთან დაკავშირებით ჩაკითხვებს გაურბის, არ საუბრობს და ჩუმად ზის. მას რეალურად აქვს ფსიქიკური პრობლემები“,- განაცხადა ადვოკატმა.

ინფორმაციისათვის, 14 იანვარს, თბილისში, მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული პირია.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, ბასრი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა – 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს“,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
  • „გასკდა გული, როგორ მენანები“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ
  • კარიბის ზღვაში აშშ-მა “ჩრდილოვანი ფლოტის” კიდევ ერთი ტანკერი დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge