Thursday, January 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

TikTok-ის გამოყენებით მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობისთვის კაცს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

January 15, 2026
“12 წლის ბიჭს მამა სექსუალურ კავშირს აიძულებდა”- ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია

ორგანიზაცია საფარის ცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყნილი ქმედების ბრალდებით პედოფილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საფარის განცხადება:

“საფარს მიმართა მცირეწლოვანი ბავშვის დედამ, რომელსაც  შვილმა უთხრა, რომ მას ინტენრეტ სივრცეში უცხო მამაკაცი სწერდა. საფარის იურისტი, მარი ვარამაშვილი საქმეში ჩაერთო და ბავშვთან გასაუბრების შემდეგ სქესობრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ პედოფილი, რომელიც ბავშვს, როგორც თანატოლი, გაეცნო,  TikTok-ის პლატფორმაზე უგზავნიდა ინტიმური შინაარსის მასალას, აიძულებდა ბავშვს მისთვისაც  იმავე სახის მასალის გამოგზავნას და სხვადასხვა სექსუალური ხასიათის მოქმედების განხორციელებას.

მიუხედავად იმისა, რომ ტიკტოკის პლატფორმაზე პირი არაიდენტიფიცირებადი იყო, შევძელით მისი მონაცემების მოპოვება და დავადგინეთ პირის ვინაობა. ამის შემდეგ,  ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დადგინდა, რომ პირი არის სრულწლოვანი და დღეს, 21 მაისს, მას პატიმრობა შეეფარდა.

საქმე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს საფარის პრაქტიკაში TikTok-ის პლატფორმაზე კიბერგრუმინგის პირველი შემთხვევაა, როდესაც პედოფილი იდენტიფიცირდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. საფარი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ბრალდებულის სხვა სავარაუდო მსხვერპლების საქმეებზეც გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო ამ კონკრეტულზე დადგეს გამამტყუვნებელი განაჩენი.

15 იანვარს პედოფილი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყნილ ქმედებას გულისხმობდა. მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კარიბის ზღვაში აშშ-მა “ჩრდილოვანი ფლოტის” კიდევ ერთი ტანკერი დააკავა
  • რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს
  • თბილისში, ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქციები გრძელდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge