Thursday, January 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ ეხმიანება BBC “ქართული ოცნების” საჩივარს

January 15, 2026
როგორ ეხმიანება BBC “ქართული ოცნების” საჩივარს

BBC, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ოფიციალური საჩივრით მიმართა, ფორმულასთან ამბობს, რომ რეაგირებას დადგენილი პროცედურის შესაბამისად მოახდენს.

საჩვარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.

ფორმულასთან BBC-ის სპიკერმა თქვა:

“ჩვენ მივიღეთ საჩივარი და მასზე რეაგირებას დადგენილი პროცედურის შესაბამისად მოვახდენთ. ჩვენი დოკუმენტური ფილმი: “როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის”, რომელიც ჯილდოს მფლობელმა BBC Eye-ს გუნდმა მოამზადა, თბილისში შარშან, დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამოძიებაა. ფილმი მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები.

ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილმა დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც ჯერ თავად მედიას მიმართეს.

მისივე თქმით, “თუ BBC არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს”.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საჩივრით ოცნება ითხოვს:

  • ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან
  • ბიბისის მხრიდან მკაფიო და საჯარო ბოდიშის მოხდა, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როცა შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ, ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის, თითქოს ქართული ოცნების ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ექიმის საგანგებო მიმართვა მშობლებს – როგორ ვლინდება ნევროზულობა ბავშვებში
  • “ეს კარგი ამბავია”- რაზე საუბრობს დონალდ ტრამპი
  • “რუსეთი ევროპული ქვეყანაა”- გერმანიის კანცლერი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge