Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

BBC: ჩინეთში ჩვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა

February 6, 2020
BBC: ჩინეთში ჩვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ჩინეთში ერთი დღის დაბადებულ ბავშვს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ BBC წერს.

ბავშვი უჰანში, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, 2 თებერვალს დაიბადა და 30 საათში მისმა ანალიზის პასუხებმა დადებითი პასუხი აჩვენა. ექიმების ცნობით, ბავშვის დედა კორონავირუსით იყო დაავადებული, თუმცა უცნობია როგორ გადაეცა ახალშობილს ვირუსი: ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში თუ გაჩენის შემდეგ. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

პარალელურად ფარმაცევტული კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ შექმნის კორონავირუსის ვაქცინას. აშშ და ჩინეთი უკვე აქტიურად მუშაობენ როგორც ვაქცინის, ისე ანტივირუსული და სხვა სამკურნალო საშუალების დასამზადებლად.

ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 563 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი უკვე 27 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პირს, რომელმაც სამხედრო სამსახურისგან თავის ასარიდებლად წვევამდელებისგან მოტყუებით თანხა მიიღო, ბრალი დაუმძიმდა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge