Thursday, January 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკასთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს” – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

January 15, 2026
“გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკასთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს” – დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

“გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკასთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს…” – ამის შესახებ BBC-თან დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

“გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკასთან ფუნდამენტური უთანხმოება არსებობს… ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა გულწრფელი, მაგრამ კონსტრუქციული იყო. აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი დაჟინებით მოითხოვს გრენლანდიის დაპყრობას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ძალიან, ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს [დანიის] ინტერესებში არ შედის” – თქვა BBC-თან დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ
რასმუსენმა განაცხადა, რომ არსებობს „წითელი ხაზები“, რომელთა გადალახვაც აშშ-ს არ შეუძლია და სამუშაო ჯგუფი მომდევნო კვირებში შეიკრიბება კომპრომისის მოსაძებნად. მან აღნიშნა, რომ დანია და გრენლანდია ღია არიან აშშ-ს მიერ კუნძულზე მეტი სამხედრო ბაზების გახსნის შესაძლებლობის შესახებ.
გამოცემის ცნობით, რასმუსენმა ასევე თქვა, რომ ტრამპის მოსაზრებაში არის „სიმართლის ელემენტი“, რომ უსაფრთხოება უნდა გაძლიერდეს არქტიკაში რუსეთის და ჩინეთის ინტერესების წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის კომენტარები გრენლანდიის გარშემო რუსული და ჩინური სამხედრო გემების არსებობის შესახებ „სიმართლეს არ შეესაბამება“.
BBC-ის ცნობით, ოთხშაბათს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვივიან მოცფელდტმა განაცხადა, რომ ტერიტორია ღიაა აშშ-სთან უფრო ფართო თანამშრომლობისთვის, მაგრამ ასევე ეწინააღმდეგება მის მიტაცებას.
BBC წერს, რომ ამ ეტაპზე გაურკვეველია, განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპი კუნძულის დასაკავებლად სამხედრო ძალის გამოყენებას, ოთხშაბათს ამ საკითხთთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მან უარი თქვა, რომ ამას გამორიცხავდა. არსებული ცნობებით, სხვა ვარიანტებს შორის განიხილება ტერიტორიის შეძენა, თუმცა დანიელებმა და გრენლანდიელებმა განაცხადეს, რომ ის არ იყიდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას ედავებიან ნუცა მახარაძეს რომელიც გუშინ ირანის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს
  • უკრაინაში ქართველი მებრძოლის მკვლელობა სცადეს
  • ცნობილია მარჯანიშვილზე მოკლული ქალის ვინაობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge