მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე საომარ ვითარებას ეხმაურება:
“მთელი მსოფლიო გაემიჯნა და არავის დაუჯერა და მაინც დაიწყო ომი.
როგორ ვერ შეუგზავნეს ვიღაც და მიბრიდეს ამდენი ხანი მაგას ვერ ვხვდები.
რამდენი სიცოცხლეა ამ მანიაკის კისერზე”, – წერს მღებრიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
დღეს, 24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება დონბასში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ჩატარების შესახებ. როგორც პუტინმა განაცხადა, ოპერაციის მიზანია ადამიანების დაცვაა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში განიცდიან “გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან”. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა”.
უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
https://mix.metronome.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98/