სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელის მიმართვა სასამართლოს – იური ლომიძე ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა.
გამოცდილმა სამართალდამცველმა დღეს ბრალდების მხარე სიმართლის დადგენაში დახმარებაც კი შესთავაზა.
დღევანდელი სასამართლო ნორმები არ არის იდეალური. კაცობრიობა იბრძოდა სასამართლოსთვის. თქვენს ხელშია კაცობრიობის მონაპოვარი. ჩვენი, თქვენი, ყველას ვალდებულებაა, რომ უკეთესი გავხადოთ სასამართლო. ჩემი განვლილი ცხოვრების განმავლობაში მე ბევრჯერ დამიდია ფიცი, დროშის ქვეშ, მთავარსარდლის წინაშე, საკურთხეველთანაც დამიდია ფიცია. მე მზად ვარ მივეხმარო პროკურორებს და სრული სიმართლე დადგინდეს. მე მზად ვარ, თუმცა მაინც პატიმრობაში ვრჩები. არცერთი საფრთხე არ შეესაბამება სიმართლეს, რითიც გამიშვეს ცხიეში. ჩემთვის ვერცერთი გირაო, ვერცერთი ღონისძიება ვერ იქნება იმაზე შემაფერხებელი გარემოება, როგორიც არის ჩემთვის ქვეყნისა და ოჯახის სიყვარული. ჩემი გასამართლება მარტივია, სიმართლეს ვიტყვი და გაგიმარტივდებათ!”- განაცხადა იური ლომიძემ.
დღეს საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობსის აქმეზე დაკავებული 13 პირის სასმართლო პროცესი შესავალი სიტყვებით გაიხსნა.
