ღარიბაშვილის მაგალითი არ უნდა აძლევდეს კალაძეს მოსვენებას, როგორც ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებულ მერს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა საბა ბუაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, კალაძემ ღარიბაშვილის ბედი შესაძლოა, ივანიშვილის მმართველობის დროსვე გაიზიაროს.
თავისუფლად შეიძლება, ივანიშვილისვე მმართველობის პირობებში, კალაძემ გაიაზიაროს ღარიბაშვილის ბედი. კალაძე ხედავს რომ რა წამს ის საჭირო აღარ გახდება, გაიაიზროს ეს ბედი და არავინ სმისცემს უფლებას, რომ ის მოპარული ფული ასე ტკბილად შეირგოს და გააგრძელოს ცხოვრება.
ღარიბაშვილის მაგალითი არ უნდა აძლევდეს კალაძეს მოსვენებას, როგორც ამ ქალაქის ისტორიაში ყველა კორუმპირებულ მერს. გაანადგურა ამ ქალაქში სარეკრეაცხიო სივრცეები, გადააქციო სამშენებლო მოედნებად, აკეთებს ფულს, თავის ბიზნესპარტნიორებთან, – თქვა ბუაძემ.
საბა ბუაძე მამუკა მდინარაძეს მიმართა და მზაობა გამოთქვა, ყველა დოკუმენტი და ფაქტი მიაწოდოს, რაც მისი თქმით, კალაძის და მისი გარემოცვის კორუფციულ საქმიანობას დაამტკიცებს.
მე მაქვს დადასტურებული ფაქტები კალაძის და მისი გარემოცვის კორუფციული საქმიანობის, რომელიც ლილუაშვილის დროს იქნა სუს-ში და პორკურატურაში გაგზავნილი, მაგრამ არავინ დაინტერესებულა. მზად ვარ ეს ინფორმაცია ხვალვე მივაწოდო. ასევე დებატებშიც გავაძჟღერო და მოვისმინო რა ექნებათ საპასუხო. ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ ეს მაგალითები გავუზიარო, – განაცხადა ბუაძემ.
