სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“დილიდან რეკავს სამთავრობო მედია, რუსი მორაგბეების გასახდელში აპირებთ შევარდნას და მართალიაო? უკვე წარმოდგინეთ 30 ტიტლიკანა რუს მორაგბეს რომ შევუვარდები და კუნთებს ავუთამაშებ? ვაი თქვენს პატრონს, უბედურს! ნახეს როგორი ერთსულოვნებაა უკრაინის მხარდაჭერის ამბავში და ახლა ამზადებენ საფუძველს რომ მაყურებლის დასწრება აკრძალონ”, – წერს მაქარაშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე და ურთავს ფოტოს.