პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ამდენი წლის თავზე ნანატრმა ნატო-მ იქნებ გაგვარკვიოს ეს ორი ქვეყანა: საქართველო და უკრაინ, ზოგადად რა თამაშია, როცა კარი ღიაა, მაგრამ შესვლა არ მოსულა… არ დამთავრდა მაპები და შმაპები
დღეს მთელი უკრაინა მოკავშირების იმედად არის, რომლებიც სავარაუდოდ სანქციებს მიიღებენ, მორიგ ჯერზე აღშფოთდებიან და ჩაფხუტებს გაუგზავნიან პირბადეებით…
თუ ასე გაგრძელდა, სამწუხაროდ არ მგონია ის დრო შორს, როცა ადამიანები ნატო-ს და დასავლეთის რეალური ქმედებების რწმენას დაკარგავენ, ეს მხოლოდ ასეთი დამოკიდებულების ბრალი იქნება.
დაე, ვცდებოდე…
და კიდევ: დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ პუტინს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია სანქციები!
მშვიდობა უკრაინას “, – წერს სულაბერიძე “ფეისბუქი”- ს პირად გვერდზე.
https://mix.metronome.ge/%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%94%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98/
1,514 ნახვა