Monday, January 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გაიცანით პირები, ვინც ცდილობენ მკვლელებს გაუთანაბრდნენ!”- მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე

January 12, 2026
“გაიცანით პირები, ვინც ცდილობენ მკვლელებს გაუთანაბრდნენ!”- მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე  სოციალურ ქსელში წერს –
“გაიცანით პირები, ვინც ცდილობენ მკვლელებს გაუთანაბრდნენ!
ნია იმნაძის ადვოკატი-გიორგი ლეკიშვილი.
ალექსანდრე გაბაშვილის ადვოკატი იყო გირშელ ძებნიაური, სწორედ მან ააწყო ეს საქმე ასე;
ახლა გაბაშვილის ადვოკატებია ირმა ჭკადუა და თეონა გვაზავა.
გიორგი რიკაძის ადვოკატები: კახა წერეთელი და ლევან ბუაძე.
ნია იმნაძის ადვოკატს ურჩევნია საკუთარი ღმერთი გამოიგონოს, უბრალოდ ჯერ მისთვის არ მცალია!!!
ორი სიტყვით მიმოვიხილავ სასამართლო პროცესებს, რადგან ალექსანდრე გაბაშვილის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ, წინა პროცესზე ტოლობის ნიშანი დასვა მასსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს შორის.
პირველ სხდომაზე, იცით, მთელი გამოსვლის მანძილზე ალექსანდრე გაბაშვილი ტიროდა, რომ ოცნება ჰქონდა ფეხბურთელი გამოსულიყო და ითხოვდა ელექტრონული სამაჯურით გაეშვათ. ამ დროს, ფეხბურთიდან კარგა ხნის გაგდებული იყო ჩხუბის გამო.
გიორგი რიკაძეს რომ ჰკითხეს სად სწავლობდა, ვერც უნივერსიტეტის სახელი თქვა და ვერც ფაკულტეტის…
თუმცა, ბრალს გაბაშვილიც აღიარებდა და რიკაძეც…..
ბრალს აღიარებდნენ მანამ, სანამ ირმა ჭკადუასა და თეონა გვაზავასთან ვაჭრობა ჰქონდა გამართული ოჯახს. ფინანსური შეთანხმების შემდეგ, გაბაშვილის ადვოკატები ბრალს არ აღიარებენ!!! რიკაძის ადვოკატი კი მიხვდა რა იდიოტს იცავდა და დუმილის უფლება მოითხოვა!!!
 თუმცა მათთან რა მინდა, როცა პროკურატურამ ნახევარფაბრიკატი საქმე მიაწოდა სასამართლოს, რაღაც ამბავივით მოთხრობილი და ხელოვნურად რამდენიმე ტომად ქცეული ბლა, ბლა, ბლა……
პროკურორ მიშა კუპრაშვილს რამე ხომ უნდა ეთქვა და მოითხოვა ჩემი შვილის და ძმის დაკითხვა, რაზეც, როგორც შეთანხმებული იქნებოდნენ, გაბაშვილის ადვოკატებმა უარი უთხრეს და მოსამართლემ რა თქმა უნდა არ დაუკმაყოფილა, დაგეკითხა ვინც გინდოდა და რამდენჯერაც გინდოდა, ძალაც შენ გქონდა და უფლებაცო!!!
ახლა 8 იანვრის სხდომაზე ვიტყვი ორი სიტყვით!
 იცით, რომ პროკურატურამ მკვლელობის სურათი არ დადო!!!
ამით ისარგებლა თეონა გვაზავამ და ვინც სასწრაფოს გამოუძახა იმ ბიჭს ჰკითხა:
– თქვენ დაზარალებული რომ ნახეთ, ღებინება ქონდა და მარჯვნივ გადააბრუნეთ ხოოომ?
-კი, -იყო პასუხი.
– რომ გადააბრუნეთ შუბლი ასფალტს ეხებოდა ხოოომ?
-კი, – უპასუხა ისევ.
გაითვალისწინეთ, რომ დაიკითხა 19 წლის წესიერი ახალგაზრდა, არასდროს ყოფილა სასამართლო პროცესზე და მარტივად მოექცა ამ გაწელილი ,,ხოოომ?”-ის გავლენის ქვეშ.
მაგრამ!…
ახლა მივმართავ თეონა გვაზავას.
-ერთ კვირიან ვაჭრობას, და ფულის თვლას, ჯობდა შემთხვევის ადგილი და კატეს სურათები გენახათ შენ და ჭკადუას. მართალია ეგ პროკურორი იდიოტია, მაგრამ აქ მე ვარ ჩემი შვილის დამცველი, მე ვერ გამაცურებ!!!
1) მარჯვნივ ვერ შეაბრუნებდნენ გიგას, რადგან მარჯვნივ, ჰოი საოცრებავ დაააა, იყო ბუჩქები!
2) გიგას ტვინი დაზიანებული აქვს შუბლის ზედა ნაწილში, რასაც თეორიულადაც კი ვერ დადებდა ასფალტზე!
3) თავი გახეთქილი, ჰოოო, გახეთქილი ჰქონდა თხემიდან (ქოჩრიდან) წარბების ზემო ნაწილამდე, თან მარჯვნივ კი არა, 1მმ-ით მარჯვნივ შუა ნაწილიდან. ანუ, თავქვე დამხობა უნდა გეკითხა, თუ ძვლის გატეხვას ,,ტენიდი” მაგ ბიჭს!
4) გიგას გარეგანი კვალი არ ჰქონდა თავზე, ასფალტის ზედაპირი გლუვი არაა და კვალს დატოვებდა!
5) ყველაზე მნიშვნელოვანი, შუბლის ძვალი ყველაზე ძლიერი ძვალია და გადაბრუნებით ეგ არ ტყდება (ჰო, არც მუჭით!), მით უფრო, რომ გიგა იყო ჯანმრთელი!!!
6) და ბოლოს, ღებინებას იწვევს თავის ტრავმა, თეონა გვაზავავ! ე.ი. უკვე ჰქონდა ტრავმა. თან გიგა მყისიერად ჩავარდა კომაში!!!
თეონა გვაზავა, ვის დაეკარგე?!
ადვოკატებო, მკვლელებს იცავთ თქვენ, გიგა ავალიანს იცავს გავეშებული დედა!!!
უკან მიგათვლევინებენ ჩემი შვილის სისხლით გაჟღენთილ ფულს ეგ ვირთხები!”
8 იანვარს გენერალურ პროკურატურასთან მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. მოკლული მასწავლებლის დედამ, ეკა კუპატაძემ გენერალური პროკურორის პოსტზე მყოფ გიორგი გვარაკიძის გადადგომა მოითხოვა და ვადა 17 იანვრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კუპატაძე ამბობს, რომ შიმშილობას დაიწყებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • თბილისში მარში „მზიას თავისუფლებისთვის“ იმართება
  • 4 800-მდე აბონენტს გაზი ავარიულად შეუწყდა – ნახეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge