ძლიერი თოვის გამო ვარშავის აეროპორტი შეფერხებით მუშაობს, ასევე ავიარეისები გადაიდო გდანსკის აეროპორტშიც.
მედიის ინფორმაციით, კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ვარშავის შოპენის აეროპორტიდან ზოგიერთი ავიარეისი პოზნანისა და ვროცლავის აეროპორტებში გადამისამართდა.
დილიდან ვითარება გაუმჯობესდა, თუმცა აეროპორტმა მგზავრები ფრენის შესაძლო დაგვიანების რისკის შესახებ გააფრთხილა.
