“ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არ ვარ წინააღმდეგი, რომ ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც აშშ ზეწოლას ახდენს, ხოლო ევროპამ უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი დაიწყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კრემლთან კონტაქტის აღდგენის პროცესშია.
