Saturday, January 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

 ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

January 9, 2026
ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკაში გადაიყვანეს – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ ხარჯები, რაც გაიღო თავდაცვის სამინისტრომ, საჭიროება იყო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დიმიტრი ხაჩიძის თქმით, თანხა, რომელიც სამინისტრომ გადაიხადა, მოიცავდა არა მხოლოდ აპარატურის ფასს, არამედ მის მონტაჟს, ოთახის მოწყობასა და ა.შ.

„მოწმეებმა განაცხადეს, რომ ის აპარატურა, რის შესყიდვასაც ედავება ბრალდების მხარე, რომ ძვირად იყიდა, მის მონტაჟს, მოტანას, ჭირდებოდა რამდენიმე ეტაპი. თუ ჩვენ მხოლოდ აპარატურის ფასს ვიანგარიშებთ, შეფუთულს და დასაწყობებულს, მაშინ შეიძლება სხვაობა გამოგვივიდეს, მაგრამ როგორც მოწმემ განაცხადა, ამ აპარატურის დამონტაჟებას და საბოლოოდ მწყობრში მოყვანას სერიოზული ხარჯები აქვს და ეს ხარჯი არ შედის ფასში. თავდაცვის სამინისტრომ რა თანხაც გადაიხადა, ხელშეკრულებით მასში შედიოდა მოტანა, მონტაჟი, ოთახის მოწყობაც და ყველაფერი. შემომტანმა თქვა, რომ დაახლოებით 100-200 დოლარამდე ჯდება ოთახის მოწყობა.

მოწმე, რომელიც იყო წარმოდგენილი, ბრალდების მოწმედ ვერ განიხილება. მათი ჩვენების მიხედვით, ის ხარჯები, რაც გაიღო თავდაცვის სამინისტრომ, თავისი მონტაჟით, მოწყობით და მიმდინარე ხარჯებით, საჭიროება იყო – ეს ყველა მოწმემ დაადასტურა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ასევე, 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პედიატრი, თემურ მიქელაძე მშობლებს მიმართავს
  • “ომი კვლავ მოდაშია და ომისადმი მისწრაფება მატულობს” – რომის პაპი, ლეონ XIV-ე
  • მოსალოდნელია თოვლი – გაფრთხილება მოსახლეობას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge