საშიში ტოქსინებით სავსე ბავშვთა საკვები – მედიკოსების განმარტებით, თუ “Nestlé საქართველოს” კონკრეტული პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვებს პირღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და სისუსტე აწუხებთ უპირველესყოვლისა ექიმების რეკომენდაციაა, რომ შეწყდეს ბავშვის გამოკვება NAN-ის სახელით ცნობილი ხსნადი რძის ნარევებით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადების შემდეგ მშობლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ აღნიშნული საკვების მიღების შემდეგ მათ შვილებს მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა აღენიშნებოდათ.
Tv “პირველებთან” საუბრისას ერთ-ერთი მშობელი აღნიშნავს, რომ პედიატრთან გასაუბრების შემდეგ ბავშვს საკვები შეუცვალა, რის შემდეგაც სიმპტომები გაქრა.
ჩვენ ვიღებდით NAN-ეს რძეს და იყო ბავშვზე ცუდი რეაქცია, ამ რძის მიღებისთანავე, 5 წუთიც არ იყო გასული რომ გულისრევა დაეწყო, მუცლის ტკივილი ჰქონდა, იმ დონეზე სტკიოდა მუცელი, რომ შებერილობა დაემართა, ფაღარათიც დაეწყო მაგ ეტაპზე და მე ვაბრალებდი, რომ მაინც პირველი რაოდენობა შეიძლება გამოიწვიოს ასეთი რაღაც, მეორე დღესაც რომ მივეცი ბავშვს საკვები და იმავენაირად მოხდა, უკვე მივმართე პედიატრს და პედიატრმა მითხრა, რომ ბავშვმა ეს საკვები ვერ შეირგო.
სახეზე ჰქონდა გამონაყარი, სიწითლე ჰქონდა, სილურჯე წაკრავდა სახეზე ბავშვს და ვერ აღგიწერთ როგორი ცუდად იყო, ნაჭამი არ ჰქონდა რომ გულს ირევდა.
არანაირი ვირუსული, არანაირი სიმპტომები გაციებასთან არ ჰქონია ბავშვს, უბრალოდ საკვები ვუყიდე იმის გამო, რომ უბრალოდ შევუცვალე. საკვები შევუცვალე ახლა იღებს ხელოვნურ დანამატს, რძეს და ამ საკვებმა ყველაფერი აულაგა კუჭ-ნაწლავიც მოუწესრიგა, თუ რძის აუტანლობა ჰქონდა მაშინ ამ საკვებზეც უნდა დამართნოდა იგივე რაღაც,” – ამბობს მშობელი.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან აღნიშნულ ტოქსინებს ჯანმრთელობაზე მძიმე ეფექტის მოხდენა არ შეუძლიათ.
ის სიმპტომები უნდა ვიცოდეთ, რაც შეიძლება პოტენციურად დაკავშირებული იყოს ამ პროდუქტის მიღებასთან. ეს ჩამონათვალი არც თუ ისე დიდია, შემოიფარგლება მხოლოდ ღებინებით, ნაწლავთა მოქმედების გახშირებით, მუცლის ტკივილით. შესაბამისად თუ არსებობს ესეთი ფაქტი, რომ Nestle-ს ამ პროდუქტის მიღებიდან ნახევარი საათის, მაქსიმუმ 6 საათის შემდეგ ბავშვს დაეწყო ღებინება და რაც მთავარია ამ ღებინებას განმეორებითი ხასიათი აქვს, რა თქმა უნდა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული უშუალოდ რძესთან.
ის რაც უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში, თუ თქვენ აძლევდით აქამდე ამ პროდუქტს უმჯობესია ახლა თავი შევიკავოთ მისი მიცემისგან,” – ამბობს ივანე ჩხაიძე.
პედიატრი, თამარ ობგაიძე აღნიშნავს, რომ ტოქსინს ჩვილებში მუცლის სპაზმური ტკივილი, გულის რევის, პირღებინებისა და მსუბუქი დიარეის გამოწვევა შეუძლია. შესაბამისად პედიატრი მშობლებს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ აღნიშნული პროდუქტის გამოყენება.
აცირუზ ცერეუსი ეს არის ბაქტერია, რომელსაც გამოიმუშავებს გამოიმუშავებს ტოქსინს ცერეულიდს და რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ჩვილებში მუცლის სპაზმური ტკივილი, გულის რევა, პირღებინება და მსუბუქი დიარეა.
ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, როდესაც არის ეჭვი იმაზე, რომ ეს ტოქსინი არის ამა თუ იმ საკვებში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ამოღება. ამიტომ მშობლებს მოვუწოდებ, რომ თუ ეს გაფრთხილებული საკვები, გაფრთხილებული შესაბამისი სერიებით გაქვთ შინ, არ გამოიყენოთ ეს საკვები. მძიმე მიმდინარეობა მისი პრაქტიკულად არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად პანიკის საფუძველი არ გვაქვს,” – განაცხადა თამარ ობგაიძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამ ეტაპზე ზედამხედველობა ხორციელდება NAN 1 OPTIPRO და NAN 2 OPTIPRO-ს კონკრეტული პარტიების გამოთხოვის პროცესზე (800 გ, 400 გ და 1050 გ შეფუთვები).
