Saturday, January 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მე იქ ხალხი გადავარჩინე” – სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი

January 9, 2026
“მე იქ ხალხი გადავარჩინე” – სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ექიმი

“ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, რომ ჩემი იქ შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე”- ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ექიმმა, გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენების დროს არ დაფიქრებულა, ისე გააკეთა ყველაფერი, თუმცა აცხადებს, რომ დღესაც იმავეს გააკეთებდა.

„კადრებში ჩანს, რომ მე სასახლის [პრეზიდენტის ადმინისტრაციის] ეზოში ვარ და ამას არც უარვყოფ. ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, რომ ჩემი იქ შესვლით გარკვეული რაოდენობის ადამიანი გადავარჩინე. დღესაც იმავეს გავაკეთებდი, მაშინ არ დავფიქრებულვარ, ისე გავაკეთე ყველაფერი.

დიახ, კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ, ეს და სხვა ყველა მოქმედება – სამედიცინო მოქმედება იყო. ყველაფერი, რაც მე გავაკეთე სასიკეთოდ იყო გაკეთებული. იქ ჩხუბი და დავიდარაბა არ ყოფილა“,- განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გიორგი ჩახუნაშვილის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასთან ერთად ბრალდებულები არიან – გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, კონსტანტინე კოკაია, დავით ჟღენტი, კახაბერ მჟავანაძე, ალექსანდრე გოგოლაძე, დავით სტურუა, ევა შაშიაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, გენადი კელიხაშვილი, დათო ღუწკაია, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია და ია დარახველიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პედიატრი, თემურ მიქელაძე მშობლებს მიმართავს
  • “ომი კვლავ მოდაშია და ომისადმი მისწრაფება მატულობს” – რომის პაპი, ლეონ XIV-ე
  • მოსალოდნელია თოვლი – გაფრთხილება მოსახლეობას

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge