2026 წლის 1-ელი იანვრიდან, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეგულაციაში ცვლილებები შევიდა.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ცვლილებები მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების განვითარებასა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნას.
ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას სავალდებულო ხდება სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფით და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით.
აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლის სამუშაო და დასვენების რეჟიმებისა და გადაადგილების სიჩქარის კონტროლს,“ – ნათქვამია სახმელეთო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ვალდებულების ამოქმედებისთვის დადგენილია შემდეგი ვადები:
ტაქოგრაფის გამოყენება სავალდებულო იქნება:
თბილისი – ბათუმის მიმართულებით მოძრავი საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის 2027 წლის 1-ელი ივნისიდან;
სხვა ყველა 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ დასახლებას შორის მოძრავი ტრანსპორტისთვის კი – 2027 წლის 1-ელი დეკემბრიდან.
სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის გამოყენება სავალდებულო იქნება:
თბილისი – ბათუმის მარშრუტზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის – 2027 წლის 1-ელი მარტიდან;სხვა ყველა დასახლებას შორის მოძრავი საქალაქთაშორისო ტრანსპორტისთვის კი 2027 წლის 1-ელი დეკემბრიდან.
