აშშ-ს ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურის ოფიცერმა ქალაქ მინეაპოლისში დაკავების ოპერაციის დროს 37 წლის ქალი, ნიკოლ გუდი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
სოციალურ ქსელში და მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ICE-ის თანამშრომლები ქალს მანქანიდან გადმოსვლისკენ მოუწოდებენ, რასაც აღნიშნული პირი არ ემორჩილება და გაქცევას ცდილობს. შედეგად, მანქანასთან მდგომი ოფიცერი მას ფანჯარაში რამდენჯერმე ესვრის.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მდივნმა, კრისტი ნოემმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მოკლული ხელს უშლიდა ოფიცრების საქმიანობას და მანქანით ერთ-ერთი ოფიცრის გადავლას ცდილობდა, რის შედეგადაც ICE-ის თანამშრომელმა მას თავდაცვისთვის და “საკუთარი და თანამშრომლის სიცოცხლის გადარჩენის” მიზნით ესროლა.
კოლორადოს შტატის გუბერნატორი, ჯერედ პოლისი მომხდართან დაკავშირებით სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.
“უნდა ჩატარდეს ინციდენტის სრულყოფილი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობა. ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხებს მომხდართან დაკავშირებით” – ამბობს პოლისი.
მას შემდეგ რაც სოციალურმა ქსელმა ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებულმა ვიდეომ მოიცვა, მინეაპოლისსა და სხვა შტატებში მასობრივი აქციები დაიწყო ICE-ის წინააღმდეგ.
