კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაცია მისი ძმის, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.
ენრი ლოლაშვილის პირველი საერთაშორისო წარმატება უკავშირდება ნანა ჯორჯაძის ფილმს „ჩემი ინგლისელი პაპა“. 1987 წელს ფილმმა კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ დაიმსახურა. განსაკუთრებულად აღინიშნა ფილმის მუსიკა და ქართველი კომპოზიტორი საფრანგეთში ახალ ფილმებზე სამუშაოდ მიიწვიეს.
ენრი ლოლაშვილი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.
ენრი ლოლაშვილმა დაამთავრა: 1964 – თბ. “ნიჭიერთა ათწლედი” (საფორტეპიანო); 1969 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფილოლოგიური); 1985 – ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პედაგ. ა. მაჭავარიანი (საკომპოზიციო).
1978–1991 – ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში; 2000-2018 ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოსკოვში; ძირითადად მუშაობდა ჯაზის და კინომუსიკის სფეროში.
