თოვლის გამო, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ასამდე რეისი გაუქმდა, ორლის აეროპორტში კი დაახლოებით 40. როგორც საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ფილიპ ტაბარომ განაცხადა, პარიზში, ხანგრძლივი უამინდობის გამო, ფრენების გაუქმება მოსალოდნელი იყო.
მან ასევე აღნიშნა, რომ რეისების გაუქმებამ, რომელიც ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებით არის გამოწვეული, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ორლისა და შარლ დე გოლის აეროპორტებში დაგეგმილი დილის რეისების დაახლოებით 40%-ზე.
