საქართველოს რკინიგზა რამდენიმე რეისის განახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მიმართავს.
„ძვირფასო მგზავრებო!
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები:
№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი
№874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი
№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი.
აქვე განვმარტავთ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
