მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ეძებს პატიოსან მამაკაცს.
“ვეძებ ძალიან პატიოსან კაცს, ახალგაზრდას, ჯან-ღონით სავსეს, 45-47 წლამდე, დასაქმებულს, მოქალაქეს, ძალიან შრომისმოყვარე პატიოსანი დასაქმებული ქართველი ქალისთვის, საქმროდ. არ არის აუცილებელი, სუფთა ქართველი იყოს, იყოს სხვა ეროვნება, მართლმადიდებელი ქრისტიანი.
მე ჩავატარებ გასაუბრებას, არ ვხუმრობ, ვიღებ ჩემს თავზე ორივე მხარის ბედნიერების პასუხისმგებლობას და გასაცნობ შეხვედრებსაც დავესწრები, chaperonობა გავუწევ ჩემს მეგობარს.
მხედველობაში მიიღება მხოლოდ უაღრესად სერიოზული კანდიდატურა, რომელსაც შესწევს უნარი, ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ-მორალურ ფინანსურად, იყოლიოს ოჯახი და შვილები; ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, ჰქონდეს იუმორის გრძნობა, იყოს საინტერესო მოსაუბრე, განათლებული;
არ იყოს მწეველი, მსმელი, ნარკოდამოკიდებული, არ ეწეოდეს მარიხუანას და იყოს ოჯახის ერთგული, პატივს სცემდეს ტრადიციებს.
მოვითხოვთ ჯანმრთელობის ცნობასაც.
თუ გეგულებათ სანაცნობოში ასეთი წესიერი და ჯანმრთელი მამაკაცი, მომწერეთ, ან დამირეკეთ.
დიდი მადლობა წინასწარ”, – წერს შაფათავა “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.