მარნეულში მოკლული 27 წლის კაცის დედა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
“არ ვიცი რატომ მომიკლეს ჩემი უდანაშაულო შვილი, 3 დღეა ველოდები რომ მკვლელი დააკავონ, მაგრამ თურმე ვერ პოულობენ. ჩვენ გვაინტერესებს, რა დააშავა ჩემმა შვილმა ისეთი, რომ 4 ტყვია ესროლეს” [TV პირველი] – ამბობს მარნეულში მოკლული 27 წლის კაცის დედა.
შეგახსენებთ, მკვლელობა 4 იანვარს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან მამა-შვილს ესროლეს. შვილი საავადმყოფოში დაიღუპა, მამა კი დაჭრილია. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს-ს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, დააკავეს თუ არა მკვლელობაში ბრალდებული.
