Wednesday, January 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ირანში მასშტაბური აქციების დროს სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა

January 6, 2026
ირანში მასშტაბური აქციების დროს სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა

ირანში მასშტაბური აქციების დროს სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის, დაკავებულია 1 200-ზე მეტი დემონსტრანტი. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Presse-Agentur (dpa) ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Human Rights Activists in Iran-სა და მის მედია ქსელ HRANA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადამიანის უფლებადამცველების ცნობით, ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირებული 35 გარდაცვალების შემთხვევაში 29 მომიტინგე იყო, ოთხი ბავშვი, ხოლო ორი – უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი.

HRANA-ს ცნობით, ირანში დეკემბრის ბოლოს დაწყებული საპროტესტო აქციები სულ მცირე 88 ქალაქში, ანუ ქვეყნის 31 პროვინციიდან 27-ში მიმდინარეობს. უფლებადამცველების განმარტებით, გარკვეულ მომენტში ირანის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყეს, რამაც პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია დიდ ქალაქებში, მათ შორის მეშჰედსა და ირანის დედაქალაქ თეირანში.

საპროტესტო გამოსვლებს ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 17 უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. სტუდენტური მედიის ცნობით, საპასუხოდ, უსაფრთხოების ძალებმა კამპუსებში რეიდები დაიწყეს.

ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციები ირანში ყველაზე მასშტაბური გახდა 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ.

ცნობისთვის, AFP-ის ინფორმაციით, მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში 28 დეკემბრიდან მიმდინარეობს. ისინი თეირანის მთავარ ბაზარში დაიწყო, სადაც ბევრმა მაღაზიის მეპატრონემ ჰიპერინფლაციისა და ფასების მკვეთრი რყევების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მაღაზიები დახურა. 29 დეკემბერს, ირანის ეროვნული ვალუტა, რიალი, ახალ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა (ერთი რიალი დაახლოებით 0.00002 ევროს ტოლი იყო).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მარნეულში 27 წლის ბიჭის მკვლელობა გაიხსნა – დაკავებულია ერთი პირი
  • სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება
  • კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge