მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია 2026 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალა.
განსაზღვულია ზონები, სადაც აღნიშნული საქმიანობა სრულად აკრძალულია და ტერიტორიები, სადაც დასაშვებია გარკვეული რეგულაციების დაცვით.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსის“ ავრცელებს, რეგულაციას დაქვემდებარებულია 14-ზე მეტი მსხვილი არეალი. აღნიშნულ ლოკაციებზე მესაკუთრეებს თავიანთ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 10 000-მდე მცირე და 1500-ზე მეტი საშუალო მეწარმე ჰყავთ დასაქმებული.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თითოეულ კანონდარღვევისთვის ჯარიმების მოცულობა 400%-ით გაიზარდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებაზე ან/და რეალიზაციაზე, ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან იზრდება 2 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარიდან იზრდება 5000 ლარამდე. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით ნაცვლად 1 000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი – 3 000 ლარით ნაცვლად 15 000 ლარისა. აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით ნაცვლად 1 000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 10 000 ლარით ნაცვლად 2 000 ლარისა, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 10 000 ლარით ნაცვლად 2000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი – 30 000 ლარის ოდენობით ნაცვლად 6000 ლარისა.
