ბათუმში, ძარცვის მიზნით, ორი ავტომობილი გატეხეს – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
როგორც ირკვევა, შემთხვევა წუხელ, ფოროსმანის ქუჩაზე მოხდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს
