საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე დღეს დილით აღდგა.
