Wednesday, January 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გუდაურში გზების არასწორმა დაგეგმარებამ პარკირების პრობლემებმა და მართვის სისუსტემ მძიმე კოლაფსი შექმნა

January 5, 2026
გუდაურში გზების არასწორმა დაგეგმარებამ პარკირების პრობლემებმა და მართვის სისუსტემ მძიმე კოლაფსი შექმნა

გუდაურში გზების არასწორმა დაგეგმარებამ, პარკირების პრობლემებმა და მართვის სისუსტემ მძიმე კოლაფსი შექმნა. ამაზე კურორტების ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელი, მირანდა ესაკია საუბრობს.

მისი შეფასებით, დავიწროებულ მონაკვეთზე მანქანები საათობით დგებიან საცობში, საგანგებო და მუნიციპალურ სამსახურს კი ტერიტორიაზე შესვლაც უჭირს, რაც ტურისტულ ზონაში ქაოსს ქმნის.

ეს გზა, მთავარი გზიდან ახალ გუდაურამდე, გონდოლის მოედნამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელზეც საუბარია, 6 წლის ნანატრი გზაა, გაფუჭებული იყო. წარმოიდგინეთ, ამდენი საერთაშორისო ტურისტი ჩამოდის და ჩვენ გზა არ გვქონდა. 6-წლიანი თხოვნის შემდეგ, გზაც გაგვიკეთეს და ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვის განკუთვნილი საფეხმავლო ბილიკიც. თუმცა, გზა კი არ გააფართოვეს, მის ხარჯზე მოხდა ბილიკის დამატება. 2 მანქანა ერთდროულად ვერ გაივლის ამ გზაზე, ისე დაავიწროვეს. ახალი წლის დღეებში, სავსე გუდაურში 5 საათი იდგნენ ავტომობილები საცობში.

ტექნიკა ნამდვილად მოდის გზის გასაწმენდად, მაგრამ პირდაპირ გზაზე აქვთ ტურისტებს მანქანები გაჩერებული და ვერ ხერხდება.

ძირითადად, რუსული ნომრის ავტომობილებია ჩამწკრივებული. ვერც უკავშირდები, ვერც პოულობ სად არის ეს ტურისტი გაჩერებული და ამ მანქანასაც ვერაფერს უხერხებ. არ უნდათ პარკირების თანხის გადახდა. ამის გამო გზაზე, თანაც ისედაც დავიწროებულზე ჰყავთ გაჩერებული მანქანები.

მეორე საკითხია მენეჯმენტი – მთის კურორტებს და პოლიციას არ ჰყავდა შესაბამისი ტექნიკა. ბიზნესასოციაციას როგორც გვითხრეს, წესით, დღეს უნდა გამოჩნდეს შესაბამისი ტექნიკა და ყველა ავტომობილი საჯარიმოზე გადაიყვანონ. ამის შემდეგ კი შეძლებენ, რომ შემოვიდნენ და გზა გაწმინდონ.

სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია კოლაფსი – არ ჰქონდათ პარკირების სისტემა მოწესრიგებული, დაჯარიმების სისტემა არ მოქმედებდა, არც „ობობა“ ევაკუატორები იყო; არ იყო გამოყოფილი სპეციალური ტერიტორია, სადაც გადაიყვანდნენ დაჯარიმებულ ავტომობილებს. როცა ამ ყველაფერს მოაბამენ თავს და საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება, ამის შემდეგ გაწმენდენ გზას და პრობლემაც მოიხსნება.

სულ არის მაქსიმუმ კილომეტრნახევრიანი გზის პრობლემა. გზის გაუწმენდავობისა და საცობების გამო, ვეღარ შემოდის სასწრაფო დახმარების მანქანა. წესიერად ვერ შემოდის ვერც პოლიცია, საგიჟეთი ხდება. გარდა ამისა, ნაგვის მანქანებიც ვერ შემოდიან, მიაქვს გუდაური ნაგავს“ – აცხადებს მთის კურორტების ბიზნესასოციაციის თანადამფუძნებელი, მირანდა ესაკია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია – რა ხდება ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge