Wednesday, January 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შსს ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ქალაქ გორში სამართალდამცველები ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ

January 5, 2026
მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც დღეს “TV პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ თითქოს ქალაქ გორში სამართალდამცველები ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“მიმდინარე წლის 3 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული პირი, რომელიც აგრესიულად იქცეოდა და დააზიანა მოქალაქის ავტომობილი, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დაკავების პროცესში, შემთხვევის ადგილზე, მისმა თანმხლებმა პირმა, 2005 წელს დაბადებულმა, ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლუკა თოფჩიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა და პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, სახეში დაარტყა მუშტი პოლიციელს, რის შემდეგაც დააპირა მიმალვა და სცადა მეორე პოლიციელის ცემა, რომელიც მას დაედევნა. თუმცა, სამართალდამცველებმა ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველის მიმართ ძალადობით განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე, არის ტყუილი და დეზინფორმაცია, რაც უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება!
სამწუხაროდ, ბოლო დროს, კრიმინალთან უპრეცედენტო ბრძოლის პარალელურად, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან კიდევ უფრო გახშირდა შემთხვევები, როდესაც ხდება პოლიციელების მიმართ აბსოლუტური ტყუილის დაბრალება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აპირებს შეეგუოს პოლიციელთა მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და ყველა ასეთ ფაქტზე მოვახდენთ საზოგადოების დეტალურ ინფორმირებას და დეზინფორმატორთა მხილებას!” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია – რა ხდება ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge