2025 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოდან ვენესუელაში 254 ათასი აშშ დოლარის ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა | ინფორმაციას BPN საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
TOP-5 ექსპორტირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
• მავთულები იზოლირებული, კაბელები – 144.8 ათასი აშშ დოლარი;
• ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 39.9 ათასი აშშ დოლარი;
• ხის სამშენებლო ნაწარმი – 20.6 ათასი აშშ დოლარი;
• ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – 13.7 ათასი აშშ დოლარი;
• აპარატურა ელექტრული 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის წრედების კომუტაციის ან დაცვისათვის – 10. 1 ათასი აშშ დოლარი.
ფულადი გზავნილების კუთხით, გასული წლის ნოემბერში ვენესუელიდან საქართველოში 8000 ლარი გადმოირიცხა, გადარიცხვები კი არ ყოფილა.
საქსტატის მონაცემებით, ასევე ნულოვანია ვენესუელიდან ინვესტიციებიც.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ვენესუელიდან 131 ტურისტი შემოვიდა, რაც 17.1%-ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2024 წლის მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 158 ვიზიტორს შეადგენდა.
