Wednesday, January 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის წლევანდელ შტამთან დაკავშირებით…” – რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

January 5, 2026
“თავშეყრის ადგილებში სამედიცინო ნიღბის აკრძალვა, როცა რესტირატორული ვირუსების შემოტევაა, არასწორია” – ინფექციონისტი

“წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად ინფიცირდებიან, თუმცა როგორც სხვა ქვეყნების სტატისტიკის თანახმად, ასევე ჩვენთან რასაც ვაკვირდებით, აცრილებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, ხოლო აუცრელებს განსაკუთრებულად მძიმედ – 5-7 დღე მაღალი, შეუპოვარი ცხელებით და ხშირად გართულებებით – გთხოვთ, ნუ აყვებით ამ კამპანიას, რომ წელს ვაქცინა „ჩავარდა“, – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, წელს მუტაციის გამო ზოგიერთები გრიპის პანდემიურ მიმდინარეობასაც პროგნოზირებდნენ.

„ბევრი მითქმა-მოთქმაა გრიპის ვირუსის წლევანდელ შტამთან დაკავშირებით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ქვეტიპის წინააღმდეგ ვაქცინამ „არ იმუშავა“. შეგახსენებთ, წელს წამყვანია H3N2 subclade K (და არა „ღორის გრიპი“, როგორც ამას ბევრი ამბობს, რომელიც არის H1N1. ახლა ეს ქვეტიპიც ცირკულირებს, მაგრამ წელს აქცენტი H3N2-ზეა).

მოკლედ, ამ ქვეტიპებზე ყურადღების გამახვილებას, ალბათ, დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. უბრალოდ, აქ მთავარი ის არის, რომ წელს გრიპის ვირუსმა მუტაცია განიცადა იმის შემდეგ, რაც ვაქცინა უკვე შემუშავებული იყო (შეგახსენებთ, ყოველწლიურად ვაქცინა იქმნება იმ სეზონზე გავრცელებული ქვეტიპების შესაბამისად). ამიტომ მისი ეფექტურობა ნაკლებია, ვიდრე სხვა სეზონებზე. ამან გარკვეულად გააღრმავა ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი, რომელიც ისედაც ყოველთვის არსებობდა.

სინამდვილეში კი წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვირუსის ახალი ქვეტიპი იმუნურ პასუხსაც “გაექცა” და შესაბამისად, ვისაც H3N2 მიმართ გარკვეული დაცვა ჰქონდა, ისიც ნაკლებად მუშაობს. წელს ამ მუტაციის გამო ზოგიერთები გრიპის პანდემიურ მიმდინარეობასაც პროგნოზირებდნენ. იმედია ეს აღარ გვემუქრება.

წლევანდელ სეზონზე ვაქცინირებული ადამიანებიც ინტენსიურად ინფიცირდებიან, თუმცა როგორც სხვა ქვეყნების სტატისტიკის თანახმად, ასევე ჩვენთან რასაც ვაკვირდებით, აცრილებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ, ხოლო აუცრელებს განსაკუთრებულად მძიმედ – 5-7 დღე მაღალი, შეუპოვარი ცხელებით და ხშირად გართულებებით. აცრილებში ბევრად ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

ამიტომ, გთხოვთ, ნუ აჰყვებით ამ კამპანიას, რომ წელს ვაქცინა „ჩავარდა“ და ამიტომ რა აზრი ჰქონდა აცრას. კიდევ ვიმეორებ, პირიქით, წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ ვინც ჯერ არ აცრილა, ისევ აქვს აზრი“, – წერს ბუწაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია – რა ხდება ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge