ერთი წელი გადის მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან – მან სიმბოლურად გააწნა სილა ამ უსამართლობას – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეების ვალია მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად 12 იანვარს რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართოს.
„ერთი წელი გადის მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან. ეს ქალი იქცა ნამდვილ სიმბოლოდ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის. მან თავისი შეუდრეკლობით, თავისი გაუტეხელობით მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ეს რეჟიმი არის მჩაგვრელი რეჟიმი და სიმბოლურად გააწნა სილა ამ უსამართლობას. ჩვენი, საზოგადოების ვალია, რომ 12 იანვარს მრავლად გამოვიდეთ რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე და სოლიდარობა გამოვუხატოთ იმ ადამიანს, რომელიც იბრძვის სწორედ ჩვენი მომავლისთვის, რომელიც არის ჩვენი იმედი და ერთ-ერთი სიმბოლო იმის, რომ არასდროს შევეგუებით რუსულ რეჟიმს“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
