სისტემას ვინც უპირისპირდება, სისტემა სცემს პასუხსო – თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ და თქვა სრული სიმართლე”, – ასე ეხმაურება ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სამი ოპოზიციონერი დეპუტატის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტა, პოლიტიკურ დევნას არ უკავშირდება.
ამასთან, კობახიძე ბადრი ჯაფარიძეს მონანიებისკენ მოუწოდებს.
“როდესაც სისტემას უპირისპირდება პოლიტიკოსი, ბუნებრივია, სისტემა სცემს მას პასუხს. ჩვენ რომ გვდომოდა ვინმეს პოლიტიკური დევნა, შეგვეძლო 5 თვის წინ, დაახლოებით 50 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა, ეს არ გავაკეთეთ. მონანიება სამართლებრივადაც არის ხოლმე შემსუბუქების საფუძველი და მითუმეტეს, როცა აპოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებ, რა თქმა უნდა, მონანიება და სისტემის წინააღმდეგ არდაპირისპირება შეიძლება გახდეს – პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი. სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს”, – თქვა მან.
