ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი და ერთი ქალი დაშავდა – ერთ-ერთი მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
შემთხვევა სოფელ გვარაში მოხდა. გამოცემის ცნობით, ერთმანეთს მერსედესისა და ჰიუნდაის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
