ვგმობთ ვენესუელაში ინტერვენციას, გაერო-ს წესდება ნათლად ადგენს, რომ არ უნდა იყოს სამხედრო ჩარევა – მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, მექსიკა ეწინააღმდეგება ინტერვენციებს.
“ჩვენ ვიცავთ ესტრადას დოქტრინას და იმას, რასაც ის წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის, რაც კონსტიტუციაშია ასახული: ის ეწინააღმდეგება ინტერვენციებს და მხარს უჭერს ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ასევე, გაერო-ს წესდების მე-2 მუხლი ნათლად ადგენს, რომ არ უნდა იყოს სამხედრო ჩარევა, არამედ უნდა იყოს მრავალმხრივი გადაწყვეტა გაერო-ს ფარგლებში. ეს არის ჩვენი პოზიცია და სწორედ ამიტომ ვგმობთ ამ ინტერვენციას ვენესუელაში“ – აცხადებს კლაუდია შეინბაუმი.
