ბათუმის აეროპორტში უამინდობის გამო რამდენიმე მიმართულებით ფრენები ვერ სრულდება – როგორც ცნობილია, აეროპორტში მგზავრები დილიდან იმყოფებიან და გამგზავრებას ელოდებიან.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ავიამიმოსვლას ქარი აფერხებს.
მათივე ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ფრენა თურქეთისა და თელ-ავავის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო.
