წერეთლის გამზირზე ავარიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი პირი თამარ კვაჭაძეა. ინფორმაციას Ambebi. ge მის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მეორე დაღუპული ტაქსის მძღოლია
“…ჩვენი თამარი აღარ არის. ახალი გათხოვილია, თელავიდან არის წარმოშობით, ახალი წლისთვის თელავში იყო ჩამოსული. გუშინ თქვა, სამსახურში უნდა გავიდეო და თბილისში წამოვიდა. ტაქსით მიდიოდა, როცა ეს ტრაგედია მოხდა. ფაქტობრივად, სახლთან იყო მისული, რომ მანქანა ბოძს დაეჯახა. მეორე გარდაცვლილი ტაქსის მძღოლია” | უყვებიან თამარის ახლობლები გამოცემას
ავტოსაგზაო შემთხვევა შემთხვევა წერეთლის გამზირზე გვიან ღამით მოხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
