საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს აფრთხილებს.
“ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე, პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები.
არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.”- წერია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში
