თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის კორტებთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, მალხაზ ბაგათელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე.
მალხაზ ბაგათელიას 31 დეკემბერს, ვაკის კორტების მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი დღეს წარედგინა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედება.
